პაპმა ფრანცისკემ ხალხს მოუწოდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარებისთვის ილოცონ, რათა "თანხმობამ გაიმარჯვოს უთანხმოებაზე".
კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა აღნიშნული განცხადება ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გააკეთა.
“შეშფოთებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ დაძაბულობის ახალი კერები მძვინვარებდა კავკასიის რეგიონში“, - აღნიშნა პონტიფიკოსმა.
შეგახსენებთ, რომის პაპი სამოციქულო ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება. ის დღეს მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერების მე-7 კონგრესზე სიტყვით გამოვიდა.