ოლაფ შოლცი - ევროკომისიის რეკომენდაციები გახლავთ მნიშვნელოვანი, ამას სჭირდება ერთობლივი ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა - მინდა დაგარწმუნოთ, დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე

ევროკავშირის საბჭოში შევთანხმდით, რომ საქართველოს მივცეთ ევროკავშირის პერსპექტივა - ევროკომისიის რეკომენდაციები ამ გზაზე მნიშვნელოვანი გახლავთ. ცნობილია, რომ ამას სჭირდება ერთობლივი, ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც შოლცი აღნიშნავს, გერმანია საქართველოს ევროპაში მიმავალ გზაზე დაეხმარება.

“ რუსეთის აგრესია უკრაინაზე არის წლის მთავარი მოვლენა. გერმანია მხარში უდგას უკრაინას, ეხმარება მას სამხედო, პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ ფარგლებში. კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია. ასევე გამოაცხადა რომ ხელს შეუშლის ყველა მცდელობას რუსეთის მიმართ დაწესებული სანციქებისთვის თავის არიდებისა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან. წელს ფედერალურმა მთავრობამ ამისთვის თანხები გამოყო, ასევე საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოერბისთვის.

მოგეხსენებათ, ევროკავშირის საბჭოში შევთანხმდით, რომ საქართველოს მივცეთ ევროკავშირის პერსპექტივა. მე მინდა საქართველო გავამხნევო, რომ ამისთვის საჭირო რეფორმების ნაბიჯები გადადგას. ამ გზაზე ევროკომისიის რეკომენდაციები გახლავთ მნიშვნელოვანი. ცნობილია, რომ ამას სჭირდება ერთობლივი ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა. ამიტომ მინდა დაგარწმუნოთ, გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება. დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე“,- აღნიშნავს შოლცი.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა