ოლაფ შოლცი - 12 კრიტერიუმი დასახელებულია, რომელიც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად - თუკი პირობები შესრულდება, მაშინ გერმანია დაეხმარება საქართველოს, გერმანია შეასრულებს თავის სიტყვას

თუკი პირობები შესრულდება, რომელიც აუცილებელია, მაშინ გერმანია დაეხმარება საქართველოს, გერმანია შეასრულებს თავის სიტყვას , - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც ჟურნალისტის კითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, თუ საქართველო შეასრულებს ევროკავშირის 12 პუნქტს, უნდა ჰქონდეს თუ არა მას იმის გარანტია, რომ გერმანია პირველ რიგში დაუჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიამ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილებაში.

„ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ევროკავშირის საბჭომ უკვე მიიღო და ეს გახლავთ ევროპული პერსპექტივა. 12 კრიტერიუმი დასახელებულია, რომელიც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ეს არის უკვე ის, რაც ქვეყანამ თვითონ უნდა გააკეთოს, უნდა მიაღწიოს ამას, თუკი ეს პირობები შესრულდება, რომელიც აუცილებელია, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოების, საბაზრო ეკონომიკების წრეში შესასვლელად, მაშინ გერმანია დაეხმარება საქართველოს, გერმანია შეასრულებს თავის სიტყვას, რომელიც მან მისცა საქართველოს.

ცოტა ხნის წინ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში გამოვედი სიტყვით და იქ პირდაპირ ვილაპარაკე ამის შესახებ და მე ამ ევროპულ ადგილას, ევროპულ ქალაქში წავიკითხე სწორედ ეს სიტყვა, სადაც ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო