ოლაფ შოლცი - ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყარო გვქონდეს, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს ევროკავშირში

ჩვენ ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები გვქონდეს, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს ევროკავშირში ,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიის ჩრდილოეთ საპორტო ქალაქებში შენდება თხევადი გაზის ტერმინალები, იმისთვის რომ მაქსიმალურად გაიზარდოს გაზის იმპორტი საქართველოში, რათა მიღწეული იქნას ენერგო დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

„ჩვენ ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები გვქონდეს, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს ევროკავშირში. ამისათვის ევროპაში ვავითარებთ ინფრასტრუქტურას, რომელიც გაზის ურთიერთგაცვლას და იმპორტს გახდის შესაძლებელს. გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ ქვეყანასთან ვდებთ ხელშეკრულებას. გავზარდეთ იმპორტი ნორვეგიიდან და ნიდერლანდებიდან. ბელგიის, ნიდერლანდების და საფრანგეთის საპორტო ქალაქებიდან შემოდის გაზი. გერმანიის ჩრდილოეთ საპორტო ქალაქებში შენდება თხევადი გაზის ტერმინალები და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ გაზის იმპორტი საქართველოში და მივაღწიოთ ენერგო დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის