რუსმა ოკუპანტებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს

დღეს საღამოს, რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს.

უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში ამოქმედდა. ამის შესახებ კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვილკულმა განაცხადა.

"კრივი-რიჰი - სარაკეტო თავდასხმა. თავშესაფრებში დარჩით", - მოუწოდა მოქალაქეებს ვილკულმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

ამასთან, მან ადგილობრივებს მოუწოდა, რომ არაფერი გადაიღონ და არაფერი გამოაქვეყნონ სოციალურ ქსელში.