ოლაფ შოლცი პუტინთან საუბარზე - ვერ გეტყვით, რომ იქ რაღაც შეიცვალა, ან შეგნება გაიზარდა, რომ ომის დაწყება შეცდომა იყო

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის დროს ახალი პოზიციები ვერ დაინახა.

როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ვერ დაინახა, შეგნების გაზრდა, რომ ომის დაწყება შეცდომა იყო.

“რაც შეეხება მეორე კითხვას, რუსეთის პრეზიდენტთან ჩემს საუბარს, ვერ გეტყვით რომ იქ რაღაც შეიცვალა, ან შეგნება გაიზარდა იმისა, რომ ომის დაწყება შეცდომა იყო. ვერ შევამჩნიე, რომ ახალი პოზიციები გაჩნდა. მნიშვნელოვანია ერთმანეთთან საუბარი, რომ მე ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ. დარწმუნებული ვარ, რუსეთი უნდა წავიდეს უკრაინიდან, უნდა გაიყვანოს ჯარი, რომ მშვიდობას რეგიონში შანსი მიეცეს. ნათელი ხდება, რომ ეს არის ერთადერთი პერსპექტივა, ამაზე უნდა ვისაუბროთ“,- აღნიშნავს შოლცი.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს