ზაზა გოგავა - რუსეთი დასავლური სამყაროს წინაშე წარმოაჩენს, რომ მისი ჩაურევლობის გარეშე კავკასიაში მშვიდობა არ იქნება

აზერბაიჯანი ჩქარობს, იმიტომ რომ სომხეთს პატრონი არ ჰყავს, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, გენშტაბის ყოფილმა უფროსმა ზაზა გოგავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც აზერბაიჯან-სომხეთს შორის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, რუსეთი დასავლური სამყაროს წინაშე წარმოაჩენს იმას, რომ რუსეთის ჩაურევლობის გარეშე სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა არ იქნება.

„სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე დაიბომბა კოლონა, როდესაც ბრძოლა მიმდინარეობს, არავინ აქცევს ყურადღებას, ვისი კოლონაა შემოსული. თუ აღნიშნული კოლონა რუსეთის იყო, მაშინ რუსეთს ხმამაღლა უნდა განეცხადებინა, რომ ის ჩაება ამ კონფლიქტში. როდესაც დღეს რუსეთი უკრაინაში ახორციელებს თავდასხმას, ამას მთელი ცივილიზებული სამყარო აღუდგა წინ, როგორ ფიქრობთ, აზერბაიჯანს იმავეს გააბედვინებს ვინმე? - აზერბაიჯანს არანაირ გაზის საფასურად არ გაატარებინებენ ამ პოლიტიკას. ეს არის აზერბაიჯანის ზეწოლა სომხეთზე, სანამ რუსეთი არაფერს წარმოადგენს.

რუსეთი დასავლური სამყაროს წინაშე წარმოაჩენს იმას, რომ რუსეთის ჩაურევლობის გარეშე კავკასიაში, სამხრეთ კავკასიაში არ იქნება მშვიდობა. რუსეთი ცდილობს ეს კონფლიქტი იყოს „გაყინული კონფლიქტი“. ვნახავთ, რომ მიმდინარე მოვლენებზე რუსეთი გავლენას ვერ მოახდენს“, - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა.

მისი შეფასებით, სომხეთის პრობლემაა, რომ დიდი რაოდენობის რუსული ბაზა ჰყავს ქვეყნის შიგნით, რომელიც რეგიონს დიდ ხანს დაწყნარების საშუალებას არ მისცემს.

„სომხეთის პრობლემა ის არის, რომ დიდი რაოდენობის რუსული ბაზა ჰყავს ქვეყნის შიგნით, რომელიც ერთ დღესაც შეიძლება სომხეთის პრობლემად იქცეს. თუ ვნახავთ ბაზის განლაგებას დავინახავთ, რომ უფრო ახლოს ჩვენთან არის ვიდრე სომხეთის შიგნით და ეს ჩვენი პრობლემაც არის. ეს არის რეგიონის ნაღმი, რომელიც რეგიონს დიდ ხანს დაწყნარების საშუალებას არ მისცემს. აზერბაიჯანი ჩქარობს, რადგან სომხეთს პატრონი არ ჰყავს“, - განაცხადა გოგავამ.

მან გადაცემაში ასევე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზეც, მისი განცხადებით, დღეს უკრაინაშია საუკეთესო ტექნოლოგიები, რასაც რუსეთის დანაშაულებრივი სამხედრო მანქანა ვერ გაუძლებს.

მისივე თქმით, ომის ყველაზე რთული ფაზა მიმდინარეობს.

„რუსეთის შეიარაღებულ ძალას არ ძალუძს ასიმეტრიული ურბანული ომების წარმოება, ისინი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის მეთოდებით აკეთებდნენ სწავლებას სამხედრო აკადემიაში.

უკრაინიდან დაახლოებით 6 მილიონი უკრაინელი წავიდა ემიგრაციაში. პირველ თვენახევარში 600 000 მეტი უკრაინელი დაბრუნდა ქვეყანაში, 90%-ი მამაკაცი იყო და ყველას იარაღი უჭირავს ხელში. ეს არის კოლოსალური რიცხვი, რომელიც ბრძოლის ველზე შეიძლება დაგიპირისპირდეს. ამას დაემატა, ისიც რომ დასავლეთი და ევროპაც დარწმუნდა, რომ უკრაინას მკაცრად აქვს გადაწყვეტილი ბოლომდე ბრძოლა. ამიტომ დასავლეთმა კოლოსალური დახმარება აღმოუჩინა. დღეს უკრაინაშია საუკეთესო ტექნოლოგიები, რომელიც არსად ბრძოლის ველზე არ გამოუყენებიათ. ეს ის არის, რასაც რუსეთის დანაშაულებრივი სამხედრო მანქანა ვერ გაუძლებს. ომის ყველაზე რთული ფაზა მიმდინარეობს“,- განაცხადა გადაცემაში გოგავამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს