ერევანში პარლამენტთან შეკრებილმა მომიტინგეებმა დეპუტატებს ერთსაათიანი ვადა მისცეს ნიკოლ ფაშინიანისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად

ერევანში პარლამენტთან შეკრებილმა მომიტინგეებმა დეპუტატებს ერთსაათიანი ვადა მისცეს ნიკოლ ფაშინიანისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად

სომხეთის პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ, დეპუტატებს ერთსაათიანი ვადა მისცეს, რათა მივიდნენ პარლამენტში და ხელი მოაწერონ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის იმპიჩმენტის დოკუმენტს.­

ეს მიმართვა არცახის გარდაცვლილი გმირის, საზოგადო მოღვაწის, კარინ ტონოიანის დედამ მიტინგზე გააკეთა.

„მაქვს პატივი" და "სომხეთის" ფრაქციების დეპუტატებო! მობრძანდით და მოაწერეთ ხელი დოკუმენტს, დანარჩენს ჩვენ გავაკეთებთ. ამას ვაიძულებთ "სამოქალაქო ხელშეკრულების" წარმომადგენლებსაც" , - განაცხადა ტონოიანმა.

ომში დაღუპული აბგარ ნაზარიანის მამამ, სომხეთის პარლამენტის ფრაქცია „ჰაიასტანის“ წევრმა გეღამ ნაზარიანმა მომიტინგეებს მოუწოდა, რომ დაელოდონ დეპუტატებს ერთი საათი, რის შემდეგაც „გავიგებთ ფაშინიანის გადადგომის შესახებ“.