მაგდალენა ანდერსონმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა

მაგდალენა ანდერსონმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა

არჩევნებში მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ბლოკის გამარჯვების შემდეგ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

მედიის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტს, დიდი ალბათობით, „ზომიერი პარტიის“ ლიდერი, ულფ კრისტერსონი დაიკავებს.

„ახლა ვიწყებ მუშაობას ახალი და ძლიერი მთავრობის ჩამოყალიბებაზე“, - აღნიშნა კრისტერსონმა.

ჯერჯერობით უცნობია დაიკავებენ თუ არა სამთავრობო პოსტებს ულტრამემარჯვენეები.

„ახლა იწყება მუშაობა, რათა შვედეთი კვლავ დიდებული გახდეს“, - განაცხადა ნაციონალისტური, ანტი-იმიგრაციული, ანტი-ისლამური, ევროსკეპტიკური და ულტრამემარჯვენე პარტიის „შვედეთის დემოკრატების“ ლიდერმა ჯიმი აკესონმა.