მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი შვედეთის ახალი მთავრობისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოელის

თურქეთი მოელის, რომ ფინეთი და შვედეთი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისი თქმით, შვედეთმა უკვე დაასრულა არჩევნები და ქვეყნის ახალ მთავრობას შეუძლია ნაბიჯების გადადგმა მადრიდის შეთანხმების შესაბამისად.

„შვედეთში არჩევნები ჩატარდა. ახალმა მთავრობამ უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, მათ იციან, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთის პარლამენტი არ მოახდენს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ მათი განაცხადის რატიფიცირებას“,- განუცხადა ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, არჩევნებში მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ბლოკის გამარჯვების შემდეგ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო