ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ევროკომისიის ხელმძღვანელი ავრცელებს.
„ომის დაწყების შემდეგ ჩემი მესამე ვიზიტი კიევში. რამდენი რამ შეიცვალა. უკრაინა ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერში“.
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან შეხვედრების დროს ევროკავშირისა და უკრაინის ეკონომიკებისა და ხალხების დაახლოების საკითხებს განიხილავს.
შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა კიევში ვიზიტი გუშინ დააანონსა.