თამილა ბარკალაიამ თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში, ბელგიის უმაღლესი რანგის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ, მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანს, ნიკოლ დე მურს და დელეგაციის სხვა წევრებს უმასპინძლა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა შრომითი მიგრაციის, მიგრანტთა უფლებების და ცირკულარული შრომითი მიგრაციის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოში შრომითი მიგრაციის რეგულირების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებას.

ბელგიის სახელმწიფო მდივნის თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ნიკოლ დე მურის განცხადებით, საქართველოში მიგრაციის მიმართულებით გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთი გზა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა, რათა ისინი დაცულები იყვნენ არალეგალური მიგრაციისგან.

როგორც შეხვედრაზე თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს