ირაკლი კობახიძე ე.წ. ოთხეულზე - ჩვენს შორის ტაქტიკური სხვაობაა, ღირებულებებში აცდენა არ გვაქვს - არავითარი ანტიდასავლური და ანტიამერიკული მათ განცხადებებში არ არის

ჩვენს შორის ტაქტიკური სხვაობაა, ღირებულებებში აცდენა არ გვაქვს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნებიდან" წასულ და უმრავლესობაში დარჩენილ ე.წ. ოთხეულთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, როცა ისინი ამბობენ, რომ დასავლეთს ომი უნდა, რას ფიქრობს ამაზე, კობახიძე პასუხობს, რომ "ეს არის სწორედ ის განცხადებები, რომელზეც საჯარო პოლემიკაში ვერ შევალთ".

ამასთან, კობახიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობაში ამ დეპუტატების ყოფნა მათი პარტიული და პოლიტიკური ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია.

"ფრაქცია არის სტრუქტურული ერთეული, რომელიც 80 კაცისგან შედგება და შედგება პარტიის წევრებისგან. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ის, რომ გვქონდეს მყარი უმრავლესობა, 80 ახლოს არის 76-თან და ხშირად გვაქვს ხოლმე ტექნიკური პრობლემები ხმის მიცემის პროცესში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მყარი იყოს უმრავლესობა და 84 კაცი იყოს მასში, ამ ადამიანებმა, ჩვენმა 4-მა კოლეგამ მზაობა გამოთქვა, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ მიიღეს თავად გადაწყვეტილება უმრავლესობაში დარჩენის თაობაზე. უმრავლესობა არ არის სტრუქტურული ერთეული, ეს არის იმ ადამიანების ერთობა, რომლებიც გარკვეულ გადაწყვეტილებებს პრინციპულად უჭერენ მხარს ერთად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს 84-კაციანი და არა 80-კაციანი უმრავლესობა, აქ გვაქვს სუბიექტური, პარტიული და პოლიტიკური ინტერესები ამ საკითხთან მიმართებით. ჩვენ რომ გვქონდეს ღირებულებითი დაპირისპირება, ამას ვერ დავუშვებდით, მაგრამ აქ არის ტაქტიკური განსხვავება ჩვენს შეხედულებებს შორის. ჩვენ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად იმ თემებზე საუბარი, რაზეც ჩვენი კოლეგები საუბრობენ, ჩვენ გვირჩევნია დახურულ კარს მიღმა ვესაუბროთ ამ ყველაფერზე ჩვენს კოლეგებს, ეს არის ტაქტიკური აზრთა სხვაობა ჩვენს შორის. რაც შეეხება ღირებულებებს, აქ ჩვენ აცდენა არ გვაქვს, მათაც იგივე ღირებულებები აქვთ, რაც გვაქვს ჩვენ და პატივს ვცემთ ამ ოთხ ადამიანს. ხშირად საუბრობენ, რომ ანტიდასავლურია მათი განცხადებები, არავითარი ანტიდასავლური და ანტიამერიკული ამ განცხადებებში არ არის",- განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე