ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს - დიახ, ბევრი უ - შეგვესაბამება - თქვენთვის შესაბამისი ასოს შერჩევა ამომრჩეველს მივანდოთ

დიახ, ბევრი უ- შეგვესაბამება. მოდი, თქვენთვის შესაბამისი ასოს შერჩევა ამომრჩეველს მივანდოთ. ამაზეც პლებისციტის ჩატარებაზე იფიქრე ვადამდელ არჩევნებთან ერთად, რომ უ-ვადოდ მოგიშოროთ, - ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ყველაფერი, რაც უ-ზე იწყება, ნიკა მელიას და მის პოლიტიკურ პარტიას მიესადაგება.

როგორც ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, უსაშველოდ დიდია მათი მორალური უპირატესობა.

„კობახიძე ბრძანებს, რომ უსამშობლოს ჩვენ გვეძახდნენ და ჩვენ მათი ტერმინი შევუტრიალეთ.

კობახიძე ვერ ჩამოყალიბებულა - მე კაცის კაცი ვარ თუ მძულს და ვერ ვიტან მიხეილ სააკაშვილს.

ჰოდა, არაკაცის არაკაცო! უ-საშველოდ დიდია ჩვენი მორალური უ-პირატესობა და მზად ვართ უ-ნაკლოდ და უ-პატიოსნესად შევასრულოთ ქართველი ხალხის დავალება და უ-სწრაფესად და უ-ეფექტურესად მოგაშოროთ ქვეყნის მართვას.

დიახ, ბევრი უ- შეგვესაბამება. მოდი, თქვენთვის შესაბამისი ასოს შერჩევა ამომრჩეველს მივანდოთ. ამაზეც პლებისციტის ჩატარებაზე იფიქრე ვადამდელ არჩევნებთან ერთად, რომ უ-ვადოდ მოგიშოროთ”, - წერს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მელიამ მას უსამშობლო უწოდა. კობახიძის განცხადებით, ნიკა მელია არის „კაცის კაცი და არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარე“.

"ჩვენ თვეების მანძილზე ვიყენებდით ტერმინ „უსამშობლოს“ და ახლაც ვიყენებთ ამ პოლიტიკური ძალის მიმართ. ესეც აჩვენებს კაცობის დეფიციტს, როდესაც შენს ტერმინს ვერ მოიფიქრებ და გინდა სხვისი ტერმინი შეატრიალო.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე არის კაცის კაცი და არა პარტიის ლიდერი, არამედ ფორმალური თავმჯდომარე. რეალური ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც თავად ასე ძლიერ ვერ იტანს. ასეთი ადამიანი ვერ იქნება ვერც ღირსების მატარებელი, ვერც სამშობლოს მოყვარული და ვერც ვერაფერი. ყველაფერი, რაც უ-ზე იწყება, მიესადაგება სწორედ ამ კაცს და ამ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ფორმალური თავმჯდომარეც არის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა