ანა ნაცვლიშვილი - მადლობა კობახიძეს თვითაღიარებისთვის - საჯაროდ გაამჟღავნა რა არის გაყალბების მარჟა

მადლობა კობახიძეს თვითაღიარებისთვის - საჯაროდ გაამჟღავნა რა არის გაყალბების მარჟა - პირდაპირ დაადასტურა, 30 პროცენტი სჭირდებათ იმისთვის, რომ ის შედეგი დაიწერონ, რასაც იწერენ ხოლმე არჩევნებზე, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ელექტრონული არჩევნები ქვეყნის მინიმუმ 70 პროცენტში ჩატარდება.

ნაცვლიშვილის თქმით, მმართველ პარტიას ხმების 30 პროცენტის გაყალბება სურს და ამიტომ გეგმავს ელექტრონულმა არჩევნებმა ქვეყნის მხოლოდ 70 პროცენტი მოიცვას.

"ელექტრონულ არჩევნებს რაც შეეხება, ეს ძალიან დიდი ხანია არის ოპოზიციის მოწოდება. ის, რომ გათვალისწინებული იქნება, ეს კარგია, მაგრამ მთავარი პრობლემა არის განცხადებაში, რომ 70 პროცენტი დაექვემდებარება ელექტრონულ არჩევნებს ანუ 30 არ დაექვემდებარება. არ ვიცი, ეს გამიზნულად მოხდა, შეცდომით თუ გადაღლილობით, მაგრამ ამით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თავისდაუნებურად, საჯაროდ გაამჟღავნა, რა არის გაყალბების მარჟა - პირდაპირ დაადასტურა მან, რომ 30 პროცენტი სჭირდებათ იმისთვის, რომ ის შედეგი დაიწერონ, რასაც იწერენ ხოლმე არჩევნებზე და ამიტომ არ სურთ 30 პროცენტში ელექტრონული არჩევნები, მადლობა კობახიძეს, რომ ეს თვითაღიარება დადო,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნები ელექტრონულად საარჩევნო უბნების უმრავლესობაში ჩატარდება, რაც სულ მცირე 70 პროცენტს მოიცავს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო