ვახტანგ გომელაური გოგაშვილის განცხადებაზე - აგენტები რომ აღმოგვეჩინა, უნდა დაგვეჭირა, რაის აგენტები აღმოაჩინეს?  - ასე თუ ისე, იყო რაღაც თემები და ამ შემთხვევაში ვისზე საუბრობს, მართლა არ ვიცი

აგენტები რომ აღმოგვეჩინა, უნდა დაგვეჭირა, რაის აგენტები აღმოაჩინეს? - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი სუს-ში მუშაობისას საგარეო საქმეთა სამინისტროდან კონტრდაზვერვაში გადმოგზავნილ ელჩად დასანიშნთა სიაში 2 აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდა, თუმცა გომელაურმა უთხრა, რომ „ორივეზე თანხმობა გაეშვა“.

გომელაურმა აღნიშნა, რომ „მართლა არ იცის, ვისზე საუბრობს გოგაშვილი“.

„აგენტები რომ აღმოგვეჩინა, უნდა დაგვეჭირა, რაის აგენტები აღმოაჩინეს? ასე თუ ისე, იყო რაღაც თემები და ამ შემთხვევაში ვისზე საუბრობს, მართლა არ ვიცი. კონტრდაზვერვა თვლიდა ზოგიერთ კანდიდატზე, რომ მიზანშეწონილი არ არის. ვთქვათ, შეიძლება, რომ არ დაინიშნოს ამა თუ იმ ქვეყანაში, რადგან რაღაც მინუსი ჰქონდა ან იქ დიდი ხანი მუშაობდა. ასეთი რაღაც რომ ყოფილიყო, მაშინ დაიბლოკებოდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს გავრცელებულ მიმართვაში სოსო გოგაშვილმა აღნიშნა, რომ სუს-ში მუშაობის პერიოდში, „კონტრდაზვერვაში სტანდარტულად გადმოიგზავნა ელჩად დასანიშნი კანდიდატების სია და აღმოჩნდა, რომ ორი მათგანი ირიცხებოდა აგენტურულ ბაზაში“. როგორც გოგაშვილი წერს, ვახტანგ გომელაურმა მას უთხრა, რომ ორივეზე თანხმობა მიეცა, რაც გოგაშვილმა შეასრულა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო