ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიესალმება. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა.

„ევროკავშირი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებულ შეთანხმებას, რომელიც ძალაში გუშინ, 20:00 საათზე შევიდა. ჩვენ მოხარული ვართ ადგილობრივი ცნობებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერჯერობით დაცულია. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს განაგრძონ მისი განხორციელება და კოორდინირება გაუწიონ ჰუმანიტარულ ნაბიჯებს, როგორიცაა სამხედროების ცხედრების გადაცემა”, - ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, ევროკავშირი აცხადებს, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი მაღალი დონის კონსულტაციებს ახორციელებს გუშინ ბაქოში და დღეს კი ერევანში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის მანდატით.

„ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ არის ჩართული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალიზაციის პროცესში, მათ შორის უმაღლეს დონეზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მეშვეობით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა