როჯერ ფედერერმა პროფესიული საჩოგბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა

როჯერ ფედერერმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია 41 წლის ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში გავრცელებული მიმართვით ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა აღნიშნა, მისი ბოლო ტურნირი მომავალ კვირას ჩანიშნული „ლეივერის თასი“ იქნება.

ფედერერი შვეიცარიელი ჩოგბურთელი გასული წლის „უიმბლდონის“ გათამაშების შემდეგ კორტზე აღარ გამოსულა.

ცნობისთვის, როჯერ ფედერერს „უიმბლდონი“ ყველაზე მეტჯერ - 8-ჯერ აქვს მოგებული, მან ასევე 5-ჯერ გაიმარჯვა ამერიკის ღია პირველობაზე. საერთო ჯამში, ფედერერმა 24-წლიანი პროფესიული კარიერის მანძილზე 103 ტიტული მოიგო. მასზე მეტი ტიტული მხოლოდ ჯიმი კონორს (109) აქვს.

ამას გარდა, ფედერერი წყვილთა თანრიგში 2008 წლის პეკინის ოლიმპიური ჩემპიონიც არის.

შეგახსენებთ, ფედერერმა კლასიფიკაციის სათავეში 310 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, 2021 წლის მარტამდე ეს შედეგი საუკეთესო იყო, მოგვიანებით კი მისი რეკორდი სერბმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა გააუმჯობესა.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
ჩინეთის ელჩი საქართველოში - ჩინეთი ადგენს განვითარების გეგმას, რომელიც არასტაბილურ მსოფლიოს სიმტკიცეს შესძენს
„გორგიაში“ ნანატრი დღეები უკვე დაიწყო