გურამ გურამიშვილი - საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში უზბეკეთის ტვირთი თითქმის გაორმაგდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი უზბეკეთის წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც სატრანსპორტო - ლოგისტიკური სექტორის საჯარო და კერძო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები იყვნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, უზბეკეთის დელეგაცია საქართველოში ადგილობრივი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის დასათვალიერებლად და სამომავლო თანამშრომლობის განსაზღვრის მიზნით იმყოფება. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები.

„უზბეკეთი დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის უფრო აქტიური გამოყენებით. ბოლო პერიოდში უზბეკეთის ტვირთი საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში თითქმის გაორმაგდა. ჩვენ უზბეკ პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია დერეფანში არსებული სატრანზიტო ტარიფებისა და საპორტო მოსაკრებლების შესახებ, ასევე გავაცანით საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, აგრეთვე სამომავლო პროექტები. ჩვენ მოხარული ვართ, რომ უზბეკეთი საკუთარი ტვირთების მომსახურებისთვის ირჩევს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს," - განაცხადა მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა უზბეკეთის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის დელეგაცია ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებს, ასევე ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ეწვევა და მათ საქმიანობას გაეცნობა.

მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას წინ უძღოდა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი უზბეკეთში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. ვიზიტის ფარგლებში ცალსახად აღინიშნა, რომ უზბეკეთისთვის საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფანია.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა