მოსკოვი აცხადებს, რომ ელისაბედ მეორის დაკრძალვაზე რუსეთის არ მიწვევასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება "უკიდურესად ამორალურია"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 19 სექტემბერს, დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვაზე რუსეთის არ მიწვევასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება „უკიდურესად ამორალურია“.

"ჩვენ ბრიტანეთის მცდელობას უკიდურესად ამორალურად განვიხილავთ, ეროვნული ტრაგედია, რომელიც მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გულს შეეხო, გეოპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, რათა ანგარიში გაუსწოროს ჩვენს ქვეყანას გლოვის დღეებში”, - აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყება.

ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ეს განსაკუთრებით მკრეხელურია ელისაბედ II-ის ხსოვნის მიმართ, „რომელიც ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის რიგებში, რომლებიც ნაცისტებს და მათ უკრაინელ კოლაბორატორებს სტეპან ბანდერასა და რომან შუხევიჩს ებრძოდნენ“.

„ჩვენი მხრივ, ჩვენ ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ ბრიტანელ ხალხს იმ დიდი დანაკარგისთვის, რომელიც მათ თავს დაატყდათ”,- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს