კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ოპერატიული ჯგუფი სომხეთში ჩავიდა

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ოპერატიული ჯგუფი სომხეთში ჩავიდა

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) გაერთიანებული შტაბის ოპერატიული ჯგუფი, სადამკვირვებლო მისიის განხორციელების მიზნით, სომხეთში ჩავიდა, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ჯგუფს ОДКБ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვი ხელმძღვანელობს, რომელიც სომხეთში ჩასვლის დღესვე თავდაცვის მინისტრს, სურენ პაპიკიანს შეხვდა.

სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მთავარ შტაბსა და სამხედრო ოპერაციების რაიონებში შესაბამის სამუშაოებს განახორციელებს.