მედია - ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვარზე დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

ყირგიზეთის მხრიდან სოღდის ოლქის ისფარის რაიონში „დუშანბეს“ ფორპოსტების დაბომბვის შედეგად ერთი ტაჯიკი მესაზღვრე დაიღუპა, სამი კი - დაშავდა, - ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„ტაჯიკეთის ტერიტორიის ნაღმმტყორცნებით დაბომბვის შედეგად, ერთი ტაჯიკი მესაზღვრე დაიღუპა, მძიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან და ნაღმტყორცნებიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად კი 3 მესაზღვრე დაშავდა“, - განაცხადა წყარომ სააგენტოსთან საუბრისას.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, საზღვარზე სროლა მაინც გრძელდება. ყირგიზეთი ასევე ირწმუნება, რომ ორივე რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, საპირისპირო მხრიდან დაბომბვა არ წყდება. რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის გამწვავების შედეგად 11 ყირგიზი ჯარისკაცი დაშავდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს