ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც აღნიშნულია, რომ უნგრეთი აღარ შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილ დემოკრატიად და იქ „საარჩევნო ავტოკრატიის ჰიბრიდული რეჟიმია“

უნგრეთი აღარ შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილ დემოკრატიად, - ამის შესახებ აღნიშნულია რეზოლუციაში, რომელსაც კენჭისყრაზე დამსწრე ევროპარლამენტარების 81%-მა დაუჭირა მხარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უნგრეთი გადაიქცა „საარჩევნო ავტოკრატიის ჰიბრიდულ რეჟიმად“, რის მიზეზადაც დემოკრატიის, ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის რღვევაა დასახელებული.

ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყანა, რომელსაც ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს, გახდა „საარჩევნო ავტოკრატიის ჰიბრიდული რეჟიმი“.

მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრას პრაქტიკული ეფექტი არ აქვს, ის აძლიერებს ზეწოლას ბრიუსელზე, რომ მილიარდობით თანხა არ დახარჯონ უნგრეთზე, რომელთან დაკავშირებითაც კორუფციის შესახებ შეშფოთება არსებობს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში