გენერალურმა ინსპექციამ პროკურატურის სახელის არამართლზომიერი გამოყენების ფაქტები გამოავლინა

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ პროკურატურის სახელის არამართლზომიერი გამოყენების ფაქტები გამოავლინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი მოქალაქე მობილურ ტელეფონში გააქტიურებული სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით სხვადასხვა პირებს უკავშირდებოდა, მათ ცრუ ინფორმაციას აწვდიდა, თითქოს, მათ მიმართ სამართალწარმოება მიმდინარეობდა და საქმის ვითარებაში გარკვევის მიზნით, პროკურატურის ერთ-ერთ ტერიტორიულ ორგანოში იბარებდა.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე - ლ.ს., მობილურ ტელეფონში გააქტიურებული სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით უკავშირდებოდა მოქალაქეებს, რომლებსაც თავს აცნობდა, როგორც პროკურატურის თანამშრომელი და აწვდიდა ცრუ ინფორმაციას, თითქოს, მათ მიმართ სამართალწარმოება მიმდინარეობდა და საქმის ვითარებაში გარკვევის მიზნით, საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ ტერიტორიულ ორგანოში იბარებდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, ასევე დადგინდა შეცდომაში შეყვანილი ყველა პირი და პროკურატურის სახელის არამართლზომიერი გამოყენების ფაქტები დროულად აღიკვეთა.

მსგავსი ქმედება პროკურატურისადმი საზოგადოების ნდობას, კერძო და საჯარო პირთა ინტერესს აზიანებს.

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში თუ პროკურატურის სახელით მსგავსი ან სხვა სახის უკანონო ქმედებას მათ მიმართაც ჰქონდა ადგილი, მიმართონ საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას (ცხელი ხაზი 2405222)”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს