ედგარს რინკევიჩსი - ლატვია შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობას ზღუდავს - რუსებო, არ ეცადოთ გადმოკვეთოთ საზღვარი, თქვენ აქ არ გელოდებიან

ლატვია შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობას ზღუდავს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაკავშირებულია ლატვიის უსაფრთხოების მოსაზრებებსა და უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან.

რინკევიჩსმა ასევე მოუწოდა რუსებს, დატოვონ უკრაინის ტერიტორია.

„უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე და რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, 19 სექტემბრიდან ლატვია შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის ზღუდავს შემოსვლის შესაძლებლობას. რუსებო, არ ეცადოთ გადმოკვეთოთ საზღვარი, თქვენ აქ არ გელოდებიან, შეწყვიტეთ უკრაინის წინააღმდეგ ომი და წადით ამ ლამაზი ქვეყნიდან!“ - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ინფორმაციისთვის, 12 სექტემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის საბჭოს გადაწყეტილება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ედგარს რინკევიჩსი - ლატვია შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობას ზღუდავს - რუსებო, არ ეცადოთ გადმოკვეთოთ საზღვარი, თქვენ აქ არ გელოდებიან

ლატვია შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობას ზღუდავს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაკავშირებულია ლატვიის უსაფრთხოების მოსაზრებებსა და უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან.

რინკევიჩსმა ასევე მოუწოდა რუსებს, დატოვონ უკრაინის ტერიტორია.

„უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე და რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, 19 სექტემბრიდან ლატვია შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის ზღუდავს შემოსვლის შესაძლებლობას. რუსებო, არ ეცადოთ გადმოკვეთოთ საზღვარი, თქვენ აქ არ გელოდებიან, შეწყვიტეთ უკრაინის წინააღმდეგ ომი და წადით ამ ლამაზი ქვეყნიდან!“ - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ინფორმაციისთვის, 12 სექტემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის საბჭოს გადაწყეტილება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი