ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთს საფრთხედ აღიქვამს.
კერძოდ, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 76%-ის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის დიდი საფრთხეა; 12% ფიქრობს, რომ ის მცირე საფრთხეს წარმოადგენს; 6% ამბობს, რომ რუსეთი საერთოდ არაა საფრთხე; 6%-მა კი კითხვაზე პასუხი არ იცის. ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ნაკლებად ამბობენ, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს.
რაც შეეხება რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს ან ისე დატოვოს, როგორც არის.
კერძოდ, კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 30% ამბობს, რომ საქართველომ უფრო უნდა შეზღუდოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები; 29%-ის აზრით, საქართველომ უფრო უნდა გააღრმავოს ეკონომიკური ურთიერობები რუსეთთან, ხოლო 28% ფიქრობს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა ისე უნდა დატოვოს, როგორც არის; საკითხზე პასუხი არ იცის 13%-მა.
კვლევაში ნათქვამია, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ყველაზე მეტად მხარს კაცები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და ქართული ოცნების მხარდამჭერები უჭერენ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"