გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, რესპოდენტთა უმრავლესობა საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად არ მიიჩნევს

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობისთვის საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება; 29% ამბობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება; 23%-ის აზრით კი, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი. უფრო კონკრეტულად, თბილისის მოსახლეობის 55% ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება; 22%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება; 20% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

გარდა ამისა, კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობისთვის დემოკრატია, პირველ რიგში, კანონის წინაშე თანასწორობასა და სიტყვის თავისუფლებას ნიშნავს. კითხვაზე, რას ნიშნავს თქვენთვის დემოკრატია, გამოკითხულთა 40% ამბობს, რომ ეს სიტყვის/მედიის თავისუფლება/ განსხვავებული აზრის მოსმენაა; 38%-ის აზრით დემოკრატია არის თანასწორობა კანონის წინაშე/სამართლიანობის დაცვა; 33% ფიქრობს, რომ დემოკრატია ადამიანის უფლებათა დაცვაა; 16%-ის აზრით, კი სამუშაო ადგილები. ამასთან, გამოკითხულთა 92%-სთვის დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება მნიშვნელოვანია, 5%-ისთვის უმნიშვნელო; 3%-მა არ იცის.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა, 62% საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად არ მიიჩნევს და მხოლოდ 30% ფიქრობს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა. საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად, ყველაზე დიდი ალბათობით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მიიჩნევენ.

ამასთან, კვლევის თანახმად, უმრავლესობის აზრით, საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის სამაგალითო არ არის. გამოკითხულთა უმეტესობა 31% ფიქრობს, რომ საქართველო ადრე იყო მისაბაძი მაგალითი, მაგრამ ბოლო წლებში აღარ არის; 25%-ს აზრით, არასდროს ყოფილა მისაბაძი; ასევე 25%-ის თქმით კი, საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის მისაბაძი მაგალითია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო