აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხეთთან საზღვარზე ბოლო დროს მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა

სომხეთის ბოლოდროინდელ პროვოკაციას კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 77-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყება აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე 12-13 სექტემბრის ღამეს მომხდარი შეტაკებების შემდეგ დაღუპულთა სიას აქვეყნებს.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დღეს განაცხადა, რომ ბოლო დროს მომხდარ შეტაკებებს 135 სომეხი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან ბევრია დაშავებული.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს