ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - სამწუხაროდ, გოგა გზირიშვილი ეტანებოდა იმ ნარკოტიკებს, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს ფსიქიკაზე - ჰალუცინაციების ქვეშ იყო, გაუაზრებლად გააკეთა ყველაფერი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულის, გოგა გზირიშვილი ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებულიც ესწრება.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას ამბობს. როგორც სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა მევლუდ ჯანჯღავამ აღნიშნა, ფაქტი, რაც წინა სხდომაზე პროკურორმა დასკვნით სიტყვაში დაასახელა, ნამდვილად მოხდა, რეალობაა, მაგრამ დასაბუთებული არ იყო მოტივი და მიზანი. ადვოკატის თქმით, გზირიშვილმა დანაშაული ჩაიდინა უმძიმესი ფსიქოლოგიური ქცევის ქვეშ, რომელიც ის ნარკოტიკულმა საშუალებებმა მიიყვანა. ამიტომ, მისი თქმით, პიროვნების ფსიქიკური მდგომარეობის გამო დანაშაულის მოტივი არ დასტურდება.

ადვოკატის თქმით, გოგა გზირიშვილი ადეკვატური არ არის.

„მათ ჰყავდათ წლინახევრის ბავშვი, ჰქონდათ თბილი ოჯახი, ახალგაზრდებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. სამწუხაროდ გოგა გზირიშვილი ეტანებოდა იმ ნარკოტიკულ საშუალებებს, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და ადეკვატურობაზე, ეს თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ნარკოტიკულმა ზემოქმედებამ თავის გავლენა იქონია გზირიშვილის ქცევაში. მისმა მამამაც დაადასტურა, რომ შვილი სისტემატურად იღებდა ნარკოტიკებს, იყო გაღიზიანებული”, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, რომელმაც აღნიშნა, რომ “გზირიშვილს რაღაცები ელანდებოდა კიდეც და მსგავსი შემთხვევა ბევრი იყო”.

ადვოკატი აცხადებს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული გაუაზრებლად ჩაიდინა.

„პიროვნება იყო ჰალუცინაციების ქვეშ და მან გაუაზრებლად გააკეთა ეს ყველაფერი, თორემ ფაქტი კი, მოხდა”, - განაცხადა მევლუდ ჯანჯღავამ და აღნიშნა, რომ “პიროვნება ფსიქიკურად კარგად ვერ იყო”.

ადვოკატის პოზიციას არ ეთანხმება ბრალდების მხარე. პროკურორის თქმით, გზირიშვილმა ორსულ მეუღლეს სხეულზე მჭრელი საგნის გამოყენებით 30 ჭრილობა მიაყენა, რაც განსაკუთრებულ სისასტიკეს მიუთითებს. პროკურორი დაცვის მხარეს არ ეთანხმება, რომ საქმეში დანაშაულის ჩადენის მოტივი არ დევს. პროკურორი იმედოვნებს, რომ თვითონ დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და კანონიერი.

ცნობისთვის, გასული წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს - ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გოგა გზირიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სრულად ცნობს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი