რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, შსს-ს არქივთან ერთად, მუშაობს ახალ პროექტზე - „საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული სასულიერო პირები"

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან ერთად, მუშაობს ახალ პროექტზე - „საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული სასულიერო პირები".

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ნაშრომში ასახული იქნება ყველა რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც დააპატიმრეს, გადაასახლეს ან დახვრიტეს.

„ამჟამად მიმდინარეობს რელიგიის ნიშნით რეპრესირებული სასულიერო პირების დადგენა და დაზუსტება.

საარქივო მასალაზე მუშაობის პროცესში, რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, სერგო ფარულავამ, ერთ-ერთი რეპრესირებული მონაზვნის საქმეში აღმოაჩინა წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის ხატი, რომელიც ტოპოგრაფიული წესით, 1896 წელს არის დაბეჭდილი; როგორც მინაწერიდან ირკვევა, აღნიშნული ხატი ერთ-ერთი ტაძრის წინამძღვარმა 1924 წელს თავის სულიერ შვილს, მონაზონს უსახსოვრა. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი, ბერიცა და მონაზონიც, სხვებთან ერთად, 1929 წელს, გახდნენ რეპრესიების მსხვერპლნი.

ერთობლივი პროექტის ფარგლებში არაერთი ისტორიული მნიშვნელობის უნიკალური დოკუმენტი, წერილი თუ ფოტო აღმოჩნდა. არქივზე მუშაობა მეორე წელია, გრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო