ვლადიმერ პუტინი - რუსეთის ეკონომიკურმა ოპერატორებმა მიიღეს სიგნალი, რომ მათ შეუძლიათ საკვები პროდუქტების ექსპორტი თურქეთის გავლით

რუსეთის ეკონომიკურმა ოპერატორებმა მიიღეს სიგნალი, რომ მათ შეუძლიათ საკვები პროდუქტების ექსპორტი თურქეთის გავლით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას განაცხადა.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ლიდერები აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომლის დროსაც ისინი გეგმავენ განიხილონ, სხვა საკითხებთან ერთად, მარცვლეულის შეთანხმებაც. მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ ყველა შეთანხმება არ სრულდება, კერძოდ, მისი თქმით, გაჭირვებულ ქვეყნებში რუსული სასუქების მიწოდებაზე შეზღუდვები არ მოხსნილა.

„მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენმა ეკონომიკურმა ოპერატორებმა მიიღეს შესაბამისი სიგნალები, რომ მათ შეუძლიათ ჩვენი პროდუქციის ექსპორტი თურქეთის გავლითაც - ვგულისხმობ, რომ თურქეთი საიმედო პარტნიორია ამ მხრივ და შეუძლია უზრუნველყოს თავისი ტერიტორიით საიმედო მიწოდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის აზიის, ლათინური ამერიკის, აფრიკის ქვეყნებში, რადგან ჩვენ ძირითადად იქ ვყიდით პროდუქციას“, - განაცხადა პუტინმა შეხვედრის დროს.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი რუსეთიდან გაზის მიწოდების ერთ-ერთ საიმედო მარშრუტად იქცა.

„თურქეთი გახდა ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მარშრუტი ჩვენი ენერგორესურსების, მათ შორის გაზის მიწოდებისთვის, არა მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის, არამედ ევროკავშირის ქვეყნებისთვისაც. ევროპაში მიწოდება თურქული ნაკადის გავლით ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს", - განაცხადა პუტინმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს