არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ

არასამთავრობო ორგანიზაციები სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ.როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, ვიდრე პროცესი წინ არ წავა, კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით საუბარი სწორი არ იქნება.

„შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართულებით, თუ ვინ შეიძლება იყოს. ვფიქრობ, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, ვიდრე ეს პროცესი წინ არ წაიწევს, არ ვფიქრობ, რომ კონკრეტულ კანდიდატებთან მიმართულებით საუბარი სწორი იქნება",- აღნიშნავს ნიკა სიმონიშვილი.

ამასთან, ნიკა სიმონიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებას სახალხო დამცველის თანამდებობაზე მის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირის გაყვანა სურდეს.

"ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები მოქმედ სახალხო დამცველზე. მისი პოზიციები და განცხადებები ხშირად ხელისუფლებას არ მოსწონდა, არ იყო მათთვის ხელსაყრელი და თავდასხმებსაც ვხედავდით. არ გამოვრიცხავთ, რომ ხელისუფლებას ამ ჯერზე უნდოდეს მის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირის გაყვანა. ეს პირდაპირ იქნება, თუ არა, ვნახავთ. ეს ინტერესი რომ ჰქონდეს ხელისუფლებას არ გამოვრიცხავ. ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ იმ კანდიდატს, რომელიც იქნება ხალხის და არ იქნება არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი", - აღნიშნავს სიმონიშვილი.

შეხვედრა, სადაც სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობენ, "ღია საზოგადოების ფონდის" ოფისში მიმდინარეობს. შეხვედრაზე იმყოფება "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა