ნინო დოლიძე - შემდეგ კვირას გვეცოდინება სახალხო დამცველის კანდიდატურაზე კონკრეტული სახელები და გვარები, გვსურს, იყოს რამდენიმე კანდიდატი, რომელზეც ყველა შევთანხმდებით

შემდეგ კვირას გვეცოდინება სახალხო დამცველის კანდიდატურაზე კონკრეტული სახელები და გვარები, გვსურს, რომ იყოს რამდენიმე კანდიდატი, რომელზეც ყველა ერთად შევთანხმდებით,- ამის შესახებ ISFED-ის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებთან არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებზე იმსჯელეს.

როგორც დოლიძე განმარტავს, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.

"დღეს გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე კონსულტაციები გრძელდება, შემდეგ კვირას გვეცოდინება სახალხო დამცველის კანდიდატურაზე კონკრეტული სახელები და გვარები. დღეს არ ვასახელებთ. გვსურს, რომ იყოს რამდენიმე კანდიდატი, რომელზეც ყველა ერთად შევთანხმდებით. აღნიშნულზე ფართო კონსენსუსი იქნება. მომავალი კვირისთვის ვაპირებთ დავასახელოთ კონკრეტული სახელები",- აღნიშნავს დოლიძე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს