ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი შოკირებულია იზიუმში, უკრაინის ხელისუფლების მიერ აღმოჩენილი საერთო სამარხებით, სადაც 440-ზე მეტი ცხედარია ნაპოვნი

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი შოკირებულია იზიუმში, უკრაინის ხელისუფლების მიერ აღმოჩენილი საერთო სამარხებით, სადაც 440-ზე მეტი ცხედარია ნაპოვნი

ევროკავშირი ღრმად შოკირებულია იზიუმში უკრაინის ხელისუფლების მიერ აღმოჩენილი საერთო სამარხებით, სადაც 440-ზე მეტი ცხედარი იყო ნაპოვნი. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ აღნიშნულ სისასტიკეს,- ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

ბორელის განცხადებით, რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ უკრაინის ირგვლივ სისხლისა და განადგურების კვალს ტოვებს.

„ათასობით სამოქალაქო პირი უკვე მოკლულია, ბევრი მათგანი ნაწამები, შევიწროვებული, სექსუალურად შეუარცხყოფილი, გატაცებული ან იძულებით გადაადგილებული. რუსული ძალების მიერ ჩადენილი ეს არაადამიანური ქცევა, რომელიც საერთაშორუსი ჰუმანიტარული კანონისა და ჟენევის კონვენციის აბსოლუტური დარღვევით ხდება, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. რუსეთს, მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და უკრაინაში საერთაშორისო კანონისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევაში ჩართულ ყველა პირს პაასუხისმგებლობა დაეკისრება. ევროკავშირი მხარს უჭერს ამ მიმართულებით გაწეულ ყველა ძალისხმევას“,- განაცხადა ბორელმა.