ისრაელმა დამასკოს საერთაშორისო აეროპორტსა და მის სამხრეთით მდებარე პოზიციებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა, არიან დაღუპულები

ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოს საერთაშორისო აეროპორტსა და მის სამხრეთით მდებარე პოზიციებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა, რასაც სულ მცირე ხუთი სამხედრო ემსხვერპლა. ინფორმაციას „როიტერი“ სირიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, მათ სირიდან გასროლილი რაკეტების უმეტესობის გაუვნებელყოფა შეძლეს.
„როიტერსი“ წერს, რომ ისრაელმა ბოლო დროს სირიის აეროპორტებზე თავდასხმები გაახშირა, რათა ირანის მიერ სირიასა და ლიბანის მოკავშირეებისთვის იარაღის საჰაერო გზით მიწოდება შეაფერხოს.

























