ბუნდესვერი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გაგრძელების წინააღმდეგ გამოვიდა

ბუნდესვერი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების გაგრძელების წინააღმდეგ გამოვიდა. ამის შესახებ ბუნდესვერის სამხედრო პერსონალის კავშირის ხელმძღვანელმა ანდრე ვიუსტნერმა RND-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ვიუსტნერის თქმით, უკრაინისთვის იარაღის შემდგომი მიწოდება მხოლოდ ბუნდესვერს დაასუსტებს. სამხედრო მოსამსახურეთა კავშირში ახლა ბევრი შიშობს, რომ ასეთი პოლიტიკა უარყოფით შედეგებს გამოიწვევს.

"ამიტომ, ჩვენი მოთხოვნა ასეთია: არ მოხდეს ახალი მიწოდება ბუნდესვერის არსენალებიდან და არანაკლებ მნიშვნელოვანია, იმ იარაღის სისტემების დაუყოვნებლივ შეძენა, რომლებიც უკვე გადაცემულია!" -განაცხადა ვიუსტნერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს