პაატა მანჯგალაძე - ადრე 100-ზე მეტი არასამთავრობო მონაწილეობდა ომბუდსმენის კანდიდატის შერჩევის პროცესში, ახლა მხოლოდ 5 მონაწილეობს, ისიც, რომელიც კობახიძე-პაპუაშვილს მოეწონა - ჩვენ არც ბოიკოტში ვართ და არც საბოტაჟში

ჩვენ რომ არ მოგვწონს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი, იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას დავეხმარებით ცუდი კანდიდატი გაიყვანოს საერთო ჯამში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არც ბოიკოტშია და არც საბოტაჟში.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ ვართ თანმიმდევრული ძალა, შედეგზე ორიენტირებული, ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი ცვლილებებს, შემდეგ არ დავუჭირეთ მხარი იმას, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად შეერჩია ის შემფასებელი სამუშაო ჯგუფი, ვინც სახალხო დამცვლის კანდიდატს შეფასებას უკეთებს, მარტივი მიზეზის გამო, რადგან ევროპულ რეკომენდაციას არ შეესაბამება. ევროპული რკომენდაციის პირობა იყო მთავარი, რომ პროცესი უფრო ინკლუზიური, უფრო გამჭვირვალე იყოს, რასაც საბოლოო ჯამში ხელი უნდა შეეწყო დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევისთვის. ჩვენ მივიღეთ საწინააღმდეგო პროცესი, ადრე 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა სახალხო დამცველის სკანდიდატის შერჩევის პროცესში, ახლა შეფასებაში მხოლოდ 5 არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობს, ისიც, რომელიც ირაკლი კობახიძეს და პაპუაშვილს მოეწონა. ამის შემდეგ, 7 კანდიდატი უნდა დავასახელოთ, ერთი შეთანხმებული კანდიდატის წარდგენის უფლება ოპოზიციას არ გვაქვს, 7 უნდა წარვადგინოთ, შემდეგ ხელისუფლებისთვის სასურველ კანდიდატს დაასახელებენ „ევროპელი სოციალისტები“, ამას „ქართული ოცნება“ გაიყვანს და ჩაითვლება, რომ პროცესი უფრო გამჭვირვალე, უფრო ინკლუზიური და უფრო დემოკრატიულია, ვის ვატყუებთ?

როგორც აქამდე იყო დაგეგმილი, მივმართავთ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მიუხედავად ცუდი კანონისა, მაინც შევარჩევთ კანდიდატს არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, შემოვიდეს ეს კანდიდატი პაპუაშვილის მიერ შერჩეულ და მოწონებულ შეფასების ჯგუფში და ჩვენ მზად ვართ, არამხოლოდ მხარი დავუჭიროთ, წარმოვადგინოთ ენჯეოების მიერ შეთანხმებული კანდიდატი. ჩვენ რომ არ მოგვწონს შერჩევის პროცესი, იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებას დავეხმარებით, ცუდი კანდიდატი გაიყვანოს საერთო ჯამში.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ არც ბოიკოტშია, არც საბოტაჟშია, „სტრატეგია აღმშენებელი“ ცდილობს ამ ფარსის პროცესში ხელისუფლებას დამატებითი შეფუთვის შესაძლებლობა არ მისცეს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო