აზერბაიჯანი 282 სამხედროს დაჭრის შესახებ იუწყება, სომხეთმა კი აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი საერთაშორისო სასამართლოში შეიტანა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 12-14 სექტემბერს სომხეთის საზღვარზე მომხდარი ესკალაციის შედეგად 282 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

„282 დაჭრილი სამხედროდან 43 ადამიანი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ არმიაში დაბრუნდა. 115 პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, 103-ის - საშუალო სიმძიმისაა, 21-ის კი მძიმეა. ამავდროულად, აზერბაიჯანის მიერ სომხეთის შეიარაღებული ძალების პროვოკაციის შედეგად, დაშავებულია 2 მშვიდობიანი მოქალაქე. ერთი დაშავებული პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ სახლიდან გაწერეს, მეორეს მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამავდროულად, ცნობლი ხდება, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში. ამის შესახებ სააგენტო „არსენპრესს“ ევროსასამართლოში სომხეთის წარმომადგენლობის პრესმდივანმა ჰასმიკ სამველიანმა განუცხადა.

„სომხეთმა მიმართა საერთაშორისო სასამართლოს აზერბაიჯანის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის საფუძველზე“, - განაცხადა სამველიანმა.

მისი თქმით, წერილი გაიგზავნა, თუმცა ოფიციალურად 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს