მიხეილ სარჯველაძე ყოფილი მოსამართლის განცხადებაზე - ოდესმე მიმართა საგამოძიებო უწყებას რომელიმე „ქუჩური გარჩევის“ თაობაზე? ასეთი ტიპის განცხადებებს არ ვენდობი

ნამდვილად არ მჯერა, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი ზეწოლას ახდენდა ინდივიდუალურად კონკრეტულ მოსამართლეზე, რომ მიეღო კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის განცხადებას.

ყოფილმა მოსამართლემ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე და მათთვის მოწყობილ „ქუჩურ გარჩევებზე“ ისაუბრა. სარჯველაძის თქმით, მსგავსი საკითხების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება იცის, რის გამოც, აღნიშნული განცხადების არ სჯერა.

„ოდესმე მიმართა მაგალითად, საგამოძიებო უწყებას რომელიმე „ქუჩური გარჩევის“ თაობაზე და ა.შ. ასე მარტივად მე პირადად, ასეთი ტიპის განცხადებებს არ ვენდობი და არ ვიზიარებ, არ ვეთანხმები. თუ არის ისეთი, რაც კრიმინალური შინაარსისაა, რასაკვირველია, ყველას აქვს უფლება საგამოძიებო ორგანოს მიმართოს და დიახ, ყველაფერი გამოძიებული იქნება. ასეთია სწორი მიდგომა. ისე კი, ნამდვილად არ მჯერა, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი ზეწოლას ახდენდა ინდივიდუალურად კონკრეტულ მოსამართლეზე, რომ მიეღო კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, ეს არ მჯერა, რადგან ვიცი ხელისუფლების განწყობა და დამოკიდებულება ამ საკითხების ირგვლივ და არც მსმენია უბრალოდ შიგნით ვინმესგან, ხელისუფლების მხრიდან საჭიროებაზე ან თუნდაც დასაშვებობაზე საუბარი, რომ მოსამართლეზე რაიმე ზეწოლა განახორციელოს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ ყოფილა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით შეთავაზება, რომ გარკვეული სახის გადაწყვეტილებები მიეღო. თუმცა, ალავიძე აღნიშნულ საქმეებს არ ასახელებს.

„არაერთი მოსამართლე ყოფილა მათი მხრიდან დევნის ობიექტი, რომელსაც არასამართლიანად მოექცნენ, ან აიძულეს განცხადება დაეწერა, ან სისტემიდან წასულიყო ან გადასულიყო დაბალი ინსტანციის სასამართლოში. ასეთი ფაქტები არათუ გაგებული, საკუთარ თავზეც მაქვს გამოცდილი. მათი მხრიდან არაერთხელ ყოფილა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით შემოთავაზება, რომ გარკვეული სახის გადაწყვეტილებები მიმეღო. იყო თხოვნა, რომ ეს იყო შეთანხმებული ხელისუფლებასთან, სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურებოდა ამგვარი შედეგის დადგომა, რასთან დაკავშირებითაც წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მათთან კონფლიქტი მომივიდა. მინდა ვთქვა, რომ მათი მხრიდან ამგვარ ჩარევებს არა „აკადემიური“ ხასიათი ჰქონდა, ვთქვათ - თქვენ ასე ხომ არ ფიქრობთ, ან იქნებ კანონში ასე წერია და შეცდომას უშვებთ, არამედ, ქუჩური წესებით საქმის გარჩევა, კაბინეტებში დაბარება, ძალიან ხმამაღალი ტონით და პირდაპირ მოწოდება, რომ უნდა დადგეს ამა თუ იმ საქმეზე, ესა თუ ის შედეგი“, - განაცხადა ალავიძემ.

ცნობისთვის, ბესარიონ ალავიძე 2017 წელს „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლე იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა