გია ნოდია - მივმართავ „ნაცმოძრაობის“ მომხრეებს, ვთქვათ, ნიკა მელია არ მოგწონთ, კი ბატონო, მაშინ ვინ გინდათ ამ პარტიის ლიდერად? რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პარტია მკვდრეთით აღდგეს?

განათლების ყოფილი მინისტრი, ექსპერტი გია ნოდია „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს მიმართავს და აცხადებს, რომ დღეს ეს პარტია პოლიტიკურად პარალიზებულია. გია ნოდია მიიჩნევს, რომ პარტიის აქტიურმა მომხრეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბედზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ. ამასთან, ნოდია კითხულობს - რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს „პარტია მკვდრეთით აღდგეს?“

„მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს, ვინც ბოლო თვეებში მათი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას კრიტიკითაა დაკავებული.

(მე არც ნიკა მელიას მომხრე ვარ და არც მოწინააღმდეგე, ნეიტრალური გარე დამკვირვებლის პოზიციიდან ვწერ). ვთქვათ, ნიკა მელია არ მოგწონთ. კი ბატონო. მაშინ ვინ გინდათ ამ პარტიის ლიდერად და, რაც მთავარია, როგორი უნდა იყოს ეს ლიდერი, რა უნდა გააკეთოს?

ოღონდ არ თქვათ, ახლა, მიშაო. მიშა ციხეში ზის, არავინ მის გამოშვებას არ აპირებს, ხოლო თვითონ სიგნალებს გვიგზავნის, ქართული პოლიტიკა აღარ მაინტერესებსო. ამ კონტექსტში კიდევ მიშა-მიშას ძახილი მისი პარტიისთვის სასიკვდილო განაჩენია.

მისი ციხიდან გამოშვების მოთხოვნა სრულიად ლეგიტიმურია და მე მას (ისევე, როგორც ნიკა გვარამიას გამოშვების მოთხოვნას) ასი პროცენტით მხარს ვუჭერ. მაგრამ ეს პოლიტიკური სტრატეგიის ცენტრი ვერ იქნება.

პარტიის აქტიურმა მომხრეებმა ამ პარტიის ბედზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოთ. ეს მხოლოდ ამ პარტიის საქმე არ არის. მოსწონთ თუ არა ეს სხვა ოპოზიციურ პარტიებს და მათ მომხრეებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების მთავარ მოწინააღმდეგე ძალად რჩება, ანუ „ოცნების“ შეცვლის იმედს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების უმრავლესობა მაინც მასთან აკავშირებს.

მაგრამ დღეს ეს პარტია პოლიტიკურად პარალიზებულია და ამას ყველა ვხედავთ. ბიძინას მთავარი ოცნება, რომ ის რადარებიდან გაქრეს, ჯერ არ აღსრულებულა, მაგრამ, ასე თუ გაგრძელდა, ის შეიძლება რეალისტური გახდეს. რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს პარტია მკვდრეთით აღდგეს?

ვიღაცამ შეიძლება მითხრას, რომ ამ პოსტით „ოცნების“ წისქვილზე ვასხამ წყალს. ყველაზე მეტად „ოცნებას“ ის უხარია, რაც ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ხდება“, - წერს სოციალურ ქსელში გია ნოდია.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი