დიდი ბრიტანეთის მეფე და უელსის პრინცი დედოფალთან გამომშვიდობების მსურველთა რიგში მდგომ ადამიანებთან გამოვიდნენ და მიესალმნენ

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III და პრინცი უილიამი მოულოდნელად იმ ადამიანებთან მივიდნენ, რომლებიც საათობით დგანან უზარმაზარ რიგში, რათა გარდაცვლილ დედოფალს ელიზაბეტ II-ს ვესტმინსტერის დარბაზში პატივი მიაგონ. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.
ჩარლზ III და პრინცი უილიამი მოულოდნელად გამოჩნდნენ ალბერტის სანაპიროზე, სადაც ხალხი ღამიდან დგას.
„იმედი მაქვს, რომ ძალიან არ გაიყინეთ”, - მიმართა მეფემ ხალხს, პრინცმა უილიამმა კი მადლობა გადაუხადა მათ ამდენი ხნის ლოდინისთვის. ხალხმა საპასუხოდ სამძიმარი გამოხატა.
მედიასაშუალების ინფორმაციით, მიმომხილველებმა ამ ჟესტში დაინახეს ახალი მონარქის სურვილი ჰქონდეს ხალხთან ახლოს მმართველობის სტილი.
დილით ელიზაბეტ II-სთან გამოსამშვიდობებლად რიგში ლოდინის სავარაუდო დრომ 24 საათს გადააჭარბა, ახლა კი ლოდინის დრო 14 საათამდე შემცირდა.

























