რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, 20 ოქტომბერს ყარაბაღის ზანგელანის რეგიონს ეწვევა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად აეროპორტს გახსნის

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, 20 ოქტომბერს ყარაბაღის ზანგელანის რეგიონს ეწვევა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ერთად აეროპორტს გახსნის.

„რაც შეეხება ყარაბაღის საკითხს, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის ყველა ქვეყანამ უპირობო და მტკიცე მხარდაჭერა გამოხატოს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობაზე. 20 ოქტომბერს ჩვენ გავხსნით აეროპორტს ზანგელანში. ილჰამ ალიევმა თქვა: "გახსნის შემდეგ ჩვენ წავალთ ჯაბრაილის რაიონში. შესაძლოა მან იქ მოიწვიოს რამდენიმე ლიდერიც", - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს სამარყანდიდან დაბრუნების შემდეგ.

დღესვე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აზერბაიჯანელი კოლეგისგან ილჰამ ალიევისგან მიიღო ინფორმაცია სომხეთის საზღვარზე „სამხედრო ოპერაციის“ დასრულების შესახებ.

„აზერბაიჯანმა სომხეთის პროვოკაციების საპასუხოდ დაწყებული ოპერაციის დასრულება გამოაცხადა. ვინაიდან ოპერაცია უკვე დასრულებულია, ახლა მის განხილვას აზრი არ აქვს. ბატონი ალიევისგან მიღებული ინფორმაციით, ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები უსაფრთხო პოზიციაზე არიან. მნიშვნელოვანია, რომ სომხეთმა რაც შეიძლება მალე თქვას უარი აზერბაიჯანის წინააღმდეგ პროვოკაციებზე, იმოქმედოს წინა ვალდებულებების შესაბამისად და ფოკუსირება მოახდინოს მშვიდობასა და თანამშრომლობაზე. ჩვენ გვსურს ჩვენს რეგიონში ნორმალიზაციის პროცესები წარმატებით დასრულდეს და რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ხანგრძლივი დროით იყოს უზრუნველყოფილი“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში სამარყანდიდან დაბრუნების შემდეგ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება