მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჩინეთმა უკვე “აახია” რუსეთს ყაზახეთი და თვალი უჭირავს მთელ შუა აზიაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს დასავლეთზე მეტად ჩინეთია დაინტერესებული რუსეთის დაშლით. მისივე თქმით, ჩინეთი „მუშტრის თვალით უყურებს ციმბირს და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთს. მისივე შეფასებით, ჩინეთმა უკვე “აახია” რუსეთს ყაზახეთი და თვალი უჭირავს მთელ შუა აზიაზე.

„პირველად ათწლეულების განმავლობაში ჩინეთმა ღიად გამოხატა შეშფოთება და კითხვის ქვეშ დააყენა რუსეთის მოქმედებები - ეს საჯაროდ თქვა ვინმემ კი არა - თავად ვლადიმერ პუტინმა. შეხვედრის ღია ნაწილის დროს მან თქვა, რომ პასუხს გასცემს ჩინეთის შეშფოთებასა და კითხვებზე. ნამდვილად ისტორიული მოვლენაა. საქმე იმაშია, რომ დღეს დასავლეთზე მეტად ჩინეთია დაინტერესებული რუსეთის დაშლით. ის მუშტრის თვალით უყურებს ციმბირს და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთს უმდიდრესი რესურსებით. ამიტომ, შემთხვევითი არაა, რომ ჩინეთმა უარი თქვა იარაღისა და სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებაზე და მსოფლიო ფასზე ორჯერ იაფად ყიდულობს რუსულ ნავთობს. პუტინმა უკიდურესად მძიმე შეცდომა დაუშვა ჩინეთთან მიმართებაში. ამასობაში, ჩინეთმა უკვე “აახია” რუსეთს ყაზახეთი და თვალი უჭირავს მთელს შუა აზიაზე. წესით, პუტინი ძალიან ცუდ ხასიათზე უნდა იყოს ამ საკითხის გამო“, - ნათქვამია სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ის ასევე ქალაქ კუპიანსკში მიმდინარე მოვლენებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უკრაინულმა ჯარებმა კუპიანსკის ნაწილი გაათავისუფლეს.

„დღეს ჩვენებმა გაათავისუფლეს მდინარის მეორე მხარეს დარჩენილი ქ.კუპიანსკის ნაწილი. ეს ნიშნავს, რომ ლუგანსკზე შესატევად პლაცდარმი მკვეთრად გაფართოვდა. ასევე, გუშინ და დღეს გაათავისუფლეს ქალაქ ლიმანის გარშემო რამდენიმე სოფელი. ახლა ამ სტრატეგიული ქალაქის აღებას მხოლოდ რამდენიმე დღე დასჭირდება. იქიდან იხსნება გზა სევეროდონეცკზე და თავად ლუგანსკზე“, - აცხადებს სააკაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო