ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკების შედეგად დაღუპული ყირგიზი მოქალაქეების რიცხვი 36-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
„ბატკენის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 36-ს შეადგენს“, - აცხადებენ სამინისტროში.
უწყების ცნობით, დაშავებულია კიდევ 129 ადამიანი.
შეგახსენებთ, ტაჯიკეთი-ყირგიზეთის საზღვარზე მდგომარეობა 14 სექტემბერს დაიძაბა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.