სალომე ზურაბიშვილი - უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იზიუმში, ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „უმკაცრესად გმობს“ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს უკრაინის ქალაქ იზიუმში.

შესაბამის განცხადებას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ აქვეყნებს.

„უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იზიუმში. ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. უკრაინა არ დაეცემა და დადგება მშვიდობა! #SlavaUkraini“,- წერს საქართველოს პრეზიდენტი.

რუსი ოკუპანტებისან გათავისუფლებულ იზიუმში ადამიანების მასობრივ სამარხში ცხედრები აღმოაჩინეს. მედიის ინფორმაციით, მათ შორის არიან ბავშვები. ცხედრების დიდ ნაწილს კი წამების კვალი აქვს. უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა,რომ მასობრივ სამარხებში უკრაინელი სამხედროების ცხედრები აღმოაჩინეს, რომლებიც, შესაძლოა, ოკუპაციის დროს აწამეს. მისი თქმით, ნაპოვნია მთელი ოჯახების, მათ შორის ბავშვების სამარხები.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ