უნგრეთის განვითარების მინისტრი, ტიბორ ნავრაჩიჩი პირობას დებს, რომ ევროკავშირის დაფინანსების შესანარჩუნებლად ევროკომისიის წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს.
მინისტრმა ეს განცხადებას მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპულმა კომისიამ, კორუფციასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო, უნგრეთისთვის დაახლოებით 7.5 მილიარდის ოდენობის დაფინანსების შეჩერების რეკომენდაცია გასცა.
განვითარების მინისტრმა, რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე, განაცხადა, რომ იმედოვნებს, უნგრეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები კომისიას დაარწმუნებს, რომ ევროკავშირის სახსრების დასაცავად საკმარისი უსაფრთხოების ზომები გატარდება.