კახა კალაძე ოპოზიციის უკანონო თვალთვალთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე - ჩვეულებრივი, უნიჭო სპექტაკლია

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მედიაში 17 სექტემბერს გასული სიუჟეტი, რომელიც სუს-ის მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლების უკანონო თვალთვალს ეხებოდა, "უნიჭო სპექტაკლია".

კალაძის შეფასებით, აღნიშნული "შეთითხნილია".

"ეს არის ჩვეულებრივი, უნიჭო სპექტაკლი. მე ვნახე გუშინდელი სიუჟეტი, რომელიც იყო გაკეთებული, ძალიან უნიჭოდ დადგმული და შეთითხნილი იყო ეს ყველაფერი. საზოგადოება ძალან კარგად ხედავს ყველაფერს, ძალიან კარგად ხედავს არსებულ რეალობას, შესაბამისად, დეტალებში შესვლა და რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით, არ მინდა",- განაცხადა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

როგორც კახა კალაძე დასძენს, "ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ანალოგიური გააკეთოს".

"მე დავჯდე ახლა და გავაკეთო ანალოგიურად ვიდეოები. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ანალოგიურის გაკეთება",- აცხადებს კალაძე.

ცნობისთვის, 17 სექტემბერს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, პოლიტიკური ლიდერების უკანონო თვალთვალის თაობაზე. ჟურნალისტების ინფორმაციით, სუს-ის ოპერატიული მუშაკების გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე ტექსტური შეტყობინებები, 2020 და 2021 წლით თარიღდება. ამავე ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ოპოზიციურ სპექტრს ჩანერგილი აგენტების საშუალებითაც აკონტროლებენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო