ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევს მოუწოდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხის მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გადასაწყვეტად იმუშაოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევს მოუწოდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხის მშვიდობიანი გზით გადასაწყვეტად იმუშაოს, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბლინკენმა ალიევს ცეცხლის რეჟიმის დაცვისა და სამხედრო ძალების გაყვანისკენაც მოუწოდა.

„სახელმწიფო მდივანი ბლინკენი მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლოდროინდელი საომარი მოქმედებების შეჩერებას. მან მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, გაიყვანოს სამხედრო ძალები და იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადასაწყვეტად“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო