ნენსი პელოსიმ და ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ სომხეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს, - ინფორმაციას სომხური მედია პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პელოსიმ ხაზი გაუსვა, რომ სომხეთში მყოფი აშშ-ის დელეგაციის წევრები სომხეთის მეგობრები და მხარდამჭერები არიან.

„სომხეთის დემოკრატიის მხარდაჭერა, სომეხთა გენოციდის აღიარების რეზოლუცია, თურქეთთან დაპირისპირება მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით და ყველა სხვა თვალსაზრისით, ჩვენ სომხეთის მეგობრები ვართ“, - აღნიშნა პელოსიმ.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ვიზიტისთვის და სომხეთის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს