იაპონიას ტაიფუნი „ნანმადოლი“ დაატყდა თავს, ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

იაპონიას ტაიფუნი “ნანმადოლი” დაატყდა თავს, რამაც ძლიერი ქარი და წვიმა გამოიწვია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სტიქიის გამო 300 000 ოჯახი, მათ შორის უმეტესობა კუნძულ კიუსიუზე, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ამასთან, შეფერხებულია სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა, ერთ დღეში, დაახლოებით, 800 ავიარეისი გაუქმდა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ცენტრალური იაპონიის ტოკაის რეგიონში უახლოესი 24 საათის განმავლობაში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.

“უნდა გამოვიჩინოთ სიფხიზლე მოსალოდნელი ძლიერი წვიმის, ქარიშხლის, მაღალი ტალღებისა და შტორმის გამო,” - აცხადებენ უწყებაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს